ახალციხის წყაროები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ახალციხის წყაროები – მინერალური წყაროები ქალაქ ახალციხის მიდამოებში.
მიეკუთვნება ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატულ, კალციუმ-მაგნიუმ-ნატრიუმიან მი ნერალურ წყლებს, წყლის ტემპერატურაა 370C. აქ რამდენიმე წყაროა, რომელთა ჯამური დებიტია 50-60 ათ. ლ. წყალი თერმულია (380C). საერთო მინერალიზაციაა 9 გ/ლ-მდე. კურორტის ტერიტორია თითქმის მთლიანადაა დაცული შავი ზღვის ნოტიო ჰაერის მასების გავლენისაგან, რის გამოც დაბალია ჰაერის ტენიანობა და ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა.