ახალციხური ყველი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ყველი ახალციხური – ქარხნული წარმოების წათხის ყველი – დამზადებულია ახლადშექმნილ საწარმო „ჯორჯიან ბიზნეს ზონ“-ში. მზადდება ძროხის ნატურალური მაღალცხიმიანი, ალპური საძოვრების საქონლის რძისგან.
ფორიანი, წნეხით მიღებული ყველია, აქვს ეგზო და ენდოფერმენტების მიკროფლორა, მწიფდება სრულფასოვნად, რაც დასტურდება ნასვრეტების არსებობით. არ აქვს ქერქი, როგორც ყველა, ტიპურ წათხის ყველს.