ახალ-უხლობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ახალ-უხლობა – ხევსურული ქორწილის მომდევნო დღეებში ნეფე-პატარძალთან მეზობელი და მახლობელი ახალგაზრდების თავმოყრა გართობის მიზნით. შეკრებაში მონაწილეობენ უმეტესად უცოლო და გასათხოვარი ახალ-უხლები. გვიან ღამემდე მღერიან ლექსობენ და ცეკვავენ ახალ-უხლური რეპერტუარი მრავალფეროვნებით ხასიათდება.
დ. გოგოკური
ლიტერატურა
ს. მაკალათია, ხევსურეთი, 1935, გე. 180.