ახარათი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახარათ-ი (ოს. Ахæрæт) – ყოვლის შთამთქმელი მეორედ მოსვლა. ოსური მითების ტექსტებში მოთხრობილია, რომ ჯერ იყო მეორედ მოსვლა ცეცხლით, შემდეგ კი – წარღვნით. მაგრამ ხალხი კვლავ გამრავლდა და აღორძინდა, რადგან უზენაესი ყველაფერს და ყოველივეს საფუძვლიანად არ ანადგურებს. ღმერთი ხალხს უჩვენებს, რომ ძალუძს საბოლოოდ და მთლიანად მოსპოს ადამიანი, და რომ იგი მას საგამოცდო ვადას უნიშნავს. მაგრამ თუ ხალხი გონს ვერ მოეგო და ადამიანურ სახეს დაკარგავს, უზენაესი მას უმკაცრესად დასჯის: გახსნის ზეცის კარებს და მიწას გავარვარებულ ქვებს დაუშენს ისე, რომ დედამიწაზე არც სულიერი გადარჩება და არც უსულო.


ლიტერატურა

Цгоев Х. Ф. Словарь осетинской мифологии и уклада жизни. Владикавказ, 2015.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები