ახვერდოვი თევდორე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თევდორე ახვერდოვი

თევდორე ესაიას ძე ახვერდოვი − (1773 – 1820), გენერალ-მაიორი (1808).

დაიბადა ქ. ყიზლარში (დაღესტანი). აზნაურის, სეკუნდ–მაიორ ესაია ვასილის ძე ახვერდოვის ოჯახში. დედა — ანა გერასიმეს-ასული ჩოლოყაშვილი ჰყავდა.

1788 წ. ჩააბარა საარტილერიო კადეტთა კორპუსში. 1791 წ. ხიშტ–იუნკერი (იუნკერის წოდება საარტილერიო და საინჟინრო ჯარებში) გახდა, ხოლო 1793 წ. აუდიტორი (რევოლუციამდელ რუსეთში სამხედრო იურისტის წოდება) და კანონირთა (გერმ. Kanonier; არტილერისტი, მეზარბაზნე) I პოლკში ჩაირიცხა. იმავე წელს ახვერდოვი გადაყვანილ იქნა გენერალ პ. ზუბოვის შტაბში ფლიგელ–ადიუტანტად.

1796 წ. აყვანილ იქნა კანონირთა I პოლკის კაპიტნის რანგში; 1797 წ. დაინიშნა საარტილერიო ბატალიონში, 1798 წ. აყვანილ იქნა პოდპოლკოვნიკის, ხოლო 1799 წ. – პოლკოვნიკის რანგში. 1800 წ. განაწილდა საპონტონე როტაში;

1800 წელს ყაბარდოს დამორჩილებისთვის გადაეცა „წმინდა იერუსალიმელის“ ორდენი.
1803 წ. გადაყვანილ იქნა მე-9 საარტილერიო ბატალიონში;
1804 წელს მონაწილეობდა განჯის ციხესიმაგრის აღებაში.
1806 წ. მე-4 საარტილერიო პოლკში, ხოლო მისი დაშლის შემდეგ, 1806 წელსვე მე-9 საარტილერიო ბატალიონის ბრიგადის მეთაურად გადავიდა.
1807 წელს მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში და იუსუფ-ფაშას დამარცხებაში.
1807 წ. ახვერდოვი დაინიშნა საქართველოს მმართველად.
1808 წ. დაჯილდოვდა წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით (1808).
1811 წ. გათავისუფლდა ამ თანამდებობიდან და ჩაირიცხა არტილერიაში;
1812 წლიდან იყო კავკასიაში მოქმედი მე-19 ქვეითი დივიზიის მეთაური. მივლინებული იყო თურქეთში სამშვიდობო ტრაქტატის დასადებად.
1816 წლიდან იყო ქართული კორპუსის არტილერიის უფროსი მეთაური.
1796 წ. მონაწილეობდა შემახის და განჯის აღებაში,
1798–1799 წწ. იმყოფებოდა ციმბირის გუბერნიებში ნიტრატის (სელიტრა) მოსაპოვებლად.

დაკრძალული იქნა ტფილისში, ხოჯევანქის სომხური სასაფლაოს საგვარეულო აკლდამაში. (გაანადგურეს საბჭოთა ხელისუფლების დროს 1934 წელს)


წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები