ახვლედიანი თეა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეა ახვლედიანი

თეა ახვლედიანი – (Tea Akvlediani), ქართველი დიპლომატი, 2014-2019 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში.

დაიბადა 10 იანვარი, 1975 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1991-1996 – სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; ეკონომიკის ფაკულტეტზე; '
2006-2007 – საერთაშორისო კვლევებისა და სტრატეგიის ევროპული ცენტრი, პარიზის უნივერსიტეტის (XI/Sacley) ინტერდისციპლინარული სწავლებების კოლეჯი (ბელგიის სამეფო, ქ. ბრიუსელი), სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო პოლიტიკაში;
1999-2012 – გავლილი აქვს მრავალი სასწავლო კურსი და ტრეინინგი საქართველოში, ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში.

სამუშაო გამოცდილება:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

1997-1999 – ადმინისტრაციული, ისევე როგორც საერთაშორისო ეკონომიკური დეპარტამენტების სტაჟიორი;
1999-2000 – ევროკავშირთან ურთიერთობების დეპარტამენტის ატაშე;
2000-2001 – ევროკავშირთან ურთიერთობების დეპარტამენტის მეორე მდივანი;
2001-2002 – ევროკავშირთან ურთიერთობების დეპარტამენტის, პოლიტიკური ანალიზის და საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობის და თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი;
2002-2004 – ევროკავშირთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2004 – ევროკავშირთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი;
2004-2008 – ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს საელჩოს, ევროკავშირთან საქართველოს მისიის მრჩეველი;
2008 – ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2008-2014 – ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი;
2010-2013 – საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების გენერალური აღმასრულებელი მდივანი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

2019-2020 – მინისტრის მოადგილე, შრომითი მიგრაციის საკითხებში.
2020 წლის 6 აგვისტოდან – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს, ასევე საბაზისო ფრანგულს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ჯილდოები:
პირველი კლასის „ტერა მარიანას“ ჯვრის ორდენი, ესტონეთი,
„მერიტ სილვერ“ მედალი (Medal of Merit Silver) – ბალტიის თავდაცვის კოლეჯი,
საქართველოს ღირსების ორდენი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები