ახიმაა
ახიმაა (ახმაა) - (აფხ. სამი სახელური), სიმებიანი საკრავი ინსტრუმენტი. გადმოცემით პირველი საკრავი იყო ახმაა. საკრავს სამკუთხა, ხის გეჯის ფორმა ჰქონდა. ღრმა ცარიელი გულით, რომელზედაც ცხენის ძუის სამი, მოგვიანებით ოთხი სიმი იყო გაბმული. ამ ინსტრუმენტმა განვითარების შემდეგ ტრაპეციის მსგავსი, ცარიელი ყუთის ფორმა მიიღო, რომელზედაც ზემოდანორ პარალელურ რიგად გადაჭიმულია 15 და ზოგჯერ 16 სიმი (სულ ორივე მხარეს 30 ან 32 სიმი). თქმულების მიხედვით, საკრავი პირველად შვილმკვდარმა მამამ დაამზადა მწუხარების გამოსახატად: მან იმ ხის ვარცლს, რომელშიც მის ვაჟს ბანდნენ პატარაობისას, ზემოდან ტრაპეციის ფორმის ხის ჩარჩო დაამაგრა და ამ ჩარჩოზე სიმები გააბა. ლეგენდა პირველად ი. აჯინჯალს ჩაუწერია (И.А. Аджинджал, Из этнографии Абхазии Сухуми, 1969, 505-506).