ახიქვააცვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახიქვააცვა (ახჷქუააცοοა) - აფხ. თანამოფიცარი ნათესავები. სასამართლო საქმეების განხილვის დროს დანაშაულში ეჭვმიტანილისათვის გამწმენდი ფიცის ჩვეულება გამოიყენებოდა. იმ შემთხვევაში, თუ იგი თავს დამნაშავედ არ თვლიდა, მისი ახლო ნათესავები მას ეხმარებოდნენ და თანამოფიცარნი ხდებოდნენ. თუ ეჭვმიტანილი ან ნათესავები უარს ამბობდნენ გამწმენდ ფიცზე, მაშინ ყველასათვის ნათელი ხდებოდა, რომ ეჭვმიტანილი ნამდვილად დამნაშავე იყო. ფიცს დიდი ძალა ჰქონდა. ძველად ფიცი ღვთის მიერ სამართლის მქონე იყო და სარწმუნოებიდან მომდინარეობდა.მართალია, თანამედროვე აფხაზები ჭეშმარიტი ქრისტიანები არ ყოფილან, მაგრამ ქართული ეკლესიისა და ხატის შიში ყოველთვის ჰქონდათ. ხატთან დაფიცების ყველას ეშინოდა, თუმცა, რიტუალი უმეტესად ოჩამჩირის რაიონში იყო გავრცელებული, სადაც აფხაზები ქრისტიანი ქართველების (მეგრელების) გვერდით ცხოვრობდნენ.ფიცის შემლახველს ღვთის რისხვის და უხილავი სასჯელის შიში ჰქონდა. მომჩივანს, მოსამართლეებსაც ჯერ ფიცი უნდა მიეღოთ, ხოლო შემდეგ უნდა შესდგომოდნენ ბჭობას. ფიცს მხარეებიც დებდნენ, რომ განაჩენს შეასრულებდნენ და კვლავ შურისძიებას არ დაუბრუნდებოდნენ. მოფიცართა რაოდენობა ზოგჯერ ოცდაათამდეც კი აღწევდა. დაფიცება ხატის წინ ხდებოდა. ოთხშაბათსა და პარასკევს არ იფიცებდნენ. ფიცის რიტუალი ასეთი იყო:მოფიცარი ან ეჭვმიტანილი ხატის წინ თავშიშველი დგებოდა, იგი სიტყვებით ადასტურებდა თავის სიმართლეს. იქვე მდგარი მისი თანამოფიცრები ნათქვამს უდასტურებდნენ. თუ პროცესი წარმართულ წმინდა ადგილას ხდებოდა, თანამოფიცარი ნათესავები ახქუაცჿასათითაოდ დგებოდნენ ორი წმინდა ხის შუაში, პირით ტაძრისკენ (რადგან ყველა აფხაზური წმინდა ადგილი ყოფილი ქრისტიანული ეკლესიის ან სალოცავის ნანგრევებზე ან მის ახლოს იყო დაფუძნებული). ხელში იღებდნენ მუხის ტოტს, მაღლა სწევდნენ და ყველა მოფიცარი მათთვის შესაფერ გამწმენდ ფიცს წარმოთქვამდა. ცხადია, ფიცის მომენტში მხარეებსა და მედიატორებს კულტმსახური ემსახურებოდა. ფიცის დადების შემდეგ ეჭვმიტანილი ბრალისაგან თავისუფლდებოდა.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები