ახიცვკუკუნ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახიცვკუკუნ - აფხ. თავისებური, წვეტიანი ქუდი). ჩვეულების თანახმად, ძველად აფხაზების წინაპრებიისეთ თავსაბურავს აკეთებდნენ, რომელიც სკვითური ქუდის მსგავსი იყო. აფხაზებსა და ადიღებშიც დადასტურებულია, რომ მამაკაცები თავს იპარსავდნენ და მხოლოდ თავის თხემზე იტოვებდნენ თმას. თმა წვერში ექცეოდა, ხელს არ უშლიდა ქუდს. ქალები კი პირიქით, ძველად თხემზე თმას იპარსავდნენ და ქუდს იხურავდნენ, ხოლო ქვემოდან თმები უჩანდათ. როგორც ჩანს, ეს ჩვეულება მათ ჩრდილოეთ კავკასიიდან უნდა ჩამოჰყოლოდათ, რომელიც თანდათანობით შეიცვალა. აფხაზ ქალებში ქუდი მალე თავშალმა (პატარა, სამკუთხა და ზემოდან დიდმა, ოთხკუთხა თავშალმა) შეცვალა.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები