ახორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახორი — საქონლის სადგომი, ბაგა, თავლა, გომური, ბოსელი, პირუტყვის ბინა.


სახლს მიშენებული საქონლის ზამთრის სადგომი აჭარული საცხოვრებელი ნაგებობის პირველ სართულზე იყო მოთავსებული, ასევე, ბოსელი ზოგჯერ კარ-მიდამოშიც იდგა, რომელიც პირუტყვის სამყოფად იყო გამოყენებული. ჩვეულებრივ საცხოვრებელში ახორები ერთმანეთის გვერდზე და შენობის სიგრძეზე იყო დაგეგმარებული. ახორის გასწვრივ ორივე კედელზე ბაგები იყო გამართული, რომლებიც ალაგ-ალაგ გამოცხვირული იყო. მათზე გამობმული იყო ჩხრო ლაწკნელი, ხოლო მეორე ბოლოზე — თავკაპარკალი იყო დამაგრებული, რომლის მეშვეობითაც საქონელს ბაგაზე აბამდნენ. ასევე, ახორში გამართული იყო ზღვე, რომელიც ოთახის შუა ნაწილისაკენ ოდნავ დაქანებული იყო. აქ ბოსლის მთელ სიგრძეზე სანარწყული იყო გაყვანილი, რომლის კედელშიც ნაკელის გასაყრელი სანათური იყო გამოჭრილი. სანათური ზამთარში ხის პატარა სარქველით — ბოლკოთი იხურებოდა, რომელსაც ზოგან სანათურის კარი ერქვა. ადრე გურიასა და იმერეთშიც სახლს მიშენებული თავლა, ბოსელი გააჩნდა. ახორი დასავლეთ საქართველოშიგურიაშიც იყო ცნობილი. თავად სიტყვა ახურ არაბულია და საჯინიბოს ნიშნავს, თურქულსა და აზერბაიჯანულში მან „ბაგას” მნიშვნელობა შეიძინა. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით „ახორი ქართული არ არის, ბაგას ჰქვიან”.


იხილე აგრეთვე

ახორიანი სახლი

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები