ახსანი ლაგთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახსანი ლაგთა, რასთლაგთა (ოს. Æхсæны лæгтæ – „თემის კაცები“, „შუამავლები“, растлæгтæ – „მართალი მამაკაცები“) – სახალხო სასამართლოებში სასამართლო პროცესზე კონტროლის განხორციელების მიზნით არჩეული ერთი ან რამდენიმე ავტორიტეტული პირი, რომლებმაც ზედმიწევნით იცოდნენ ოსური ჩვეულებითი სამართლის ნორმები. ახსანი ლაგთა სოფლის უხუცესთა წრიდან აირჩეოდა. რასთლაგთად იწოდებოდნენ ის მართლმორწმუნე კულტმსახურებიც, რომლებსაც ზოგიერთი ოსური დღესასწაულების დროს ირჩევდნენ („ნიქოლაიი კუვდი“).


ლიტერატურა

Басилов В. Н., Коычев В. П. Николайи кувд. Осетинское празднество в честь патрона селения // Кавказский этнографический сборник. VI. М., 1976.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები