ახსირდიანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ახსირდიან-ი (ოს. Æхсырдиан) – საზაფხულო ციკლის რძის დღეობა ოსებში; იმართებოდა ზაფხულის დასაწყისში. დიასახლისებს შორის შეჯიბრი იმართებოდა, თუ ვინ გაუგზავნიდა მწყემსს საუკეთესო კერძს, მომზადებულს რძის პროდუქტებისგან. მსაჯები თავად ქალები იყვნენ, და გამარჯვებული მზარეულის სახელი მთელი სოფლისთვის ცნობილი ხდებოდა. ამ დღეს განსაკუთრებით აფასებდნენ მწყემსები და ბავშვები, რომელთაც მათთან საკვები მიჰქონდათ.
ლიტერატურა
- Хамицаева Т. А. Календарные обряды и обрядовая поэзия осетин // Вопросы осетинской литературы и фольклора. Орджоникидзе, 1968;
- Цгоев Х. Ф. Словарь осетинской мифологии и уклада жизни. Владикавказ, 2015.