ახტოპოლი
ახტოპოლი — (ინგლ. Akhtopol, რუს. Ахтопол), ზღვისპირა კლიმატური კურორტი ბულგარეთში, ბურგასის ოლქში, ქ. ბურგასიდან 87 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდებარეობს შავი ზღვის ნაპირზე, სტრანჯის ქედის ძირში, კლდოვან ნახევარკუნძულზე, რომელსაც ქმნის ახტოპოლისა და წმიდა იანის კონცხები. რელიეფი – მთაგორიანი.
ჰავა – ზღვისპირა, ნოტიო სუბტროპიკული. ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 7°C. ზაფხული მშრალია და ცხელი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 30°C. ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 680 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის შემოდგომა-ზამთარზე, მინიმუმი – ზაფხულზე.
ახტოპოლის ტერიტორიაზე გავრცელებულია: ხეხილის ბაღები, ვენახები და დეკორატიული მცენარეულობა (პალმები, ფიჭვები, კვიპაროსები და ყვავილები). კურორტის მიდამოები დაფარულია ფიჭვნარით.
ახტოპოლის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა; ზღვის მარილებით გაჯერებული ზღვისპირა ჰაერი და ზღვის წყალი.
ახტოპოლის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.).
ჩვენებები ახტოპოლში წასასვლელად: დასვენება; გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები; ნივთიერებათა ცვლის, ცენტრალური ნერვული და ენდოკრინული სისტემების ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
ქ. ახტოპოლში (ძველი ბერძნული ქალაქ აგატოპოლისის (ძვ.წ. V-IV საუკუნეები) და წმიდა იანის მონასტრის (XII საუკუნე) ნანგრევები; XVIII საუკუნეში აშენებული მართლმადიდებლური ბულგარული ეკლესიები – ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის მიძინების სახელობის და უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ამაღლების სახელობის; წყარო, რომლის კედელზე გამოსახულია თრაკიელი მხედარი (I საუკუნე) და სხვ.), ქ. ახტოპოლის მიდამოებში (შუა საუკუნეების თურქული ციხესიმაგრის კედლების ნანგრევები); აკვა- პარკი დაბა პრიმორსკში; მუზეუმი „კორაბ გორიანინი“ ქ. ცარევოში; სოფელი კოსტი, რომლის მცხოვრებლები ფეხშიშველები ცეკვავენ ცეცხლწაკიდებულ ნახშირზე; ჩანჩქერები სოფელ ვარვარაში; მდინარე ველეკის შესართავი შავ ზღვასთან; რეზერვატი „სიმკოსია“ და სხვ.), ქ. ბურგასში (რომაული თერმები (I საუკუნე) და შუა საუკუნეების აბანოები; წმიდათა კირილეს და მეთოდეს სახელობის საკათედრო მართლმადიდებლური ბულგარული ტაძარი (1894-1905 წლე- ბი); XX-XXI საუკუნეებში აშენებული მართლმადიდებლური ბულგარული ეკლესიები – ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის სახელობის, წმიდა იოანე რილსკის სახელობის, ყოვლადწმიდა სამების სახლეობის, წმიდა მოწამე დიმიტრის სახელობის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა ნიკოლოზის სახელობის, წმიდა პიმენისა და წმიდა ათანასეს სახელობის და სხვ.; სომხური სამოციქულო წმიდა ჯვრის სახელობის ეკლესია (1855 წელი); ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის მიძინების სახელობის ბიზანტიურ-კათოლიკური ეკლესია (XX საუკუნე); ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (XIX საუკუნე); ტაძრის მეჩეთი (XVI საუკუნე), ქალაქის მეჩეთი (XVIII საუკუნე); ლუთერანული ეკლესია (XX საუ- კუნე); ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალ- წულისა მარიამის სახელობის მართლმადიდებლური ბულგარული მონასტერი (XX საუკუნე); მუზეუმები – რეგიონალური, ისტორიული, ეთნოგრაფიული, არქეოლოგიისა და ბუნებისმეტყველების; სამხატვრო გალერეა „პეტკო ზადგორსკი“ (1905-1910 წლები); ქალაქის სამხატვრო გალერეა (1945 წელი); რეგიონალური საბაჟოს შენობა (1873 წელი); ზღვის პარკი (1910 წელი); ოტმანლის პარკი; ბურ- გასის ტბა და სხვ.) და ქ. ბურგასის მიდამოებში (რომაული ქალაქ დეულტუმის (დეველტი) (ახ. წ. I საუკუნე) და თურქული ციხესიმაგრე პირგოსის (XIV-XV საუკუნეები) ნანგრევები; ათანასოვისა და მადრენის ტბები და სხვ.).