ახშარუმოვი ბენიამინ
ბენიამინ ივანეს ძე ახშარუმოვი − (18.(30).12.1826 – 06.(19).08.1907), სომეხი ინჟინერ-გენერალი (09.04.1889).
1839 წლიდან მსახურობდა ჯარში. 1845 წელს დაამთავრა მოსკოვის I კადეტთა კორპუსი და დაიწყო სამხედრო სამსახური ლაიბ-გვარდიის პავლოვსკის პოლკში.
1847 წელს დაამთავრა ნიკოლოზის საინჟინრო აკადემია.
1849 წელს მიიღო მონაწილეობა უნგრეთის რევოლუციის ჩახშობაში.
1854 წლიდან მეთაურობდა ლაიბ-გვარდიის მესანგრეთა ბატალიონის ასეულს.
1856 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
1859 წელს დაინიშნა გამმიჯვნელთა კანცელარიის თავმჯდომარედ და იმპერატრიცა მარია თეოდორის-ასულის დაწესებულებათა მზრუნველთა საბჭოს საპატიო მზრუნველად.
1863 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.
1873 წლის 26 თებერვალს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება.
გარდაიცვალა და დაკრძალულია ქ. მოსკოვში, ალექსეევის დედათა მონასტრის სასაფლაოზე.
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისთვის დაჯილდოებული იყო რუსეთის ორდენებით:
წმ.სტანისლავის II (1857) და I ხარ.(1865);
წმ. ანას III (1853), II ხარ. (1861), I ხარ.(1867);
წმ. ვლადიმერის IV (1872), III. (1864), II. (1871) და I ხარ. (1899);
თეთრი არწივის ორდენით (1877);
წმ.ალექსანდრე ნეველის ორდენით (1884), (ბრილლიანტ. ნიშნებით - 1895)