ახშბირ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახშბირ (ახშბჷრ) - აფხ. რძის ფასი (გადასახადი).

1. ნატურალური გადასახადი: გლეხი ფეოდალს რძით უხდიდა.
2. როცა გლეხის ოჯახი ქალს ათხოვებდა და აჩმას იღებდა, წილს თავის მფლობელ ფეოდალსაც გამოუყოფდა. ჩვეულებრივ, იგი ერთ ძროხას, ან ათ მანეთს შეადგენდა. ამრიგად, ეს წილი აჩმისაგან გამოიყოფოდა. როგორც ჩანს, ეს იმ რძის ფასი იყო, რომელი ძროხის რძითაც კვებავდა შვილს გლეხი გაზრდის დროს. ფეოდალი ქალის მამამძუძედ ითვლებოდა.



წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები