ახწისთა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ახწისთა (ახწჷსთა) - აფხ. „ზემოდან გადასასვლელი“. საბიჯელი, საკარმიდამოებს შორის დამაკავშირებელი ღობეში დაბალი გადასალაჯებელი, ანუ ბაღის კუტიკარი. ძველად ერთ უბანში ერთი დიდი ოჯახიდან გამოყოფილი ინდივიდუალური, ძმათა ოჯახები, პატრონიმიები სახლობდნენ. ამიტომ ისინი ერთმანეთთან მოკლე გზით, საერთო ღობეში არსებული კუტიკარის საშუალებით ამჯობინებდნენ დაკავშირებას. აფხაზები, ბაღის კუტკარისთვის, ღობეზე გადასასვლელად ხმარობდნენ აკიბა-საც (შდრ. აფხაზ. აბა ქართ. კიბე), იგი მსხვილი ძელის გადანაჭერი იყო, რომელსაც ჩათლილი საფეხურები ჰქონდა, ანუ კიბეს წარმოადგენდა.