ახჲძშარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ახჲძშარა - აფხ. ტაბუაცია სახელებზე. ცოლ-ქმარი ერთმანეთს სახელებით არ მიმართავენ. ახალი რძალი ვერც მამამთილსა და დედამთილს, ვერც ქმრის უფროსი ძმების სახელს ხმამაღლა ვერ იტყოდა. რძალი მთელი სიცოცხლე პატივისცემის გამო მყარი ჩვეულებით დედამთილ-მამამთილის წინ ჩუმად უნდა მდგარიყო, იგი მათ ვერ დაელაპარაკებოდა. იგივე წესი ოდნავ მსუბუქად მოქმედებდა სიძესა და მისი მეუღლის ნათესავებს შორისაც.