აჯნიში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აჯნიში ა. ხუბუა

ა-ჯნჷშ-ი (აფხ. Аџьныш) – სატანა, ეშმაკი.

როგორც ყოველგვარი ბოროტების საწყისს, აჯნიშს ღმერთი (ანცვა) დევნის, უფრო ხშირად კი ჭექა-ქუხილის ღვთაება აფი და ამიტომაც არის ხოლმე ჭექა-ქუხილი. აფი თავის ტყვიას — მეხს — ისვრის იმ ადგილებში, სადაც ეშმაკი ეგულება. ეს უკანასკნელი ცდილობს რა გაექცეს ღვთის რისხვას, ხეებქვეშ ან საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობებში იმალება, ეტმასნება ადამიანებს (თუ აფხაზი ქუხილის დროს გარეთ არის, აუცილებლად გადაყრის მასრებს, რომლებშიც აჯნიშმა იცის თავის შეფარება) და ცხოველებს (უძვრება ბალანში ან ქვემოდან ამოეკვრება).

ხალხური წარმოდგენების თანახმად, აჯნიში ღვთაება აფის დისშვილია და ამიტომაც არ კლავს მას, მხოლოდ აშინებს. მისი საბოლოო განადგურება ქვეყნიერების აღსასრულის ჟამს მოხდება.

ნართულ გადმოცემებში აჯნიში კუდიანთა, ჯადოქართა მოდგმაა, რომელსაც ნართები ებრძვიან. ისინი მჭედლობის ღვთაება შაშვის მამალზე სხედან და ისე დადიან; მათი უზანგი ეკალია, მათრახი კი — წითელი გველი. აჯნიშისა და ღვთაება აფის ურთიერთობა უძველესი მითოლოგემის — ჭექა-ქუხილის ღვთაებისა და გველის ბრძოლის გამოძახილია.


ლიტერატურა

  • Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960;
  • А. А. Аджниш // Мифы народов мира, т. I, М., 1980;
  • В.В. Иванов, В.Н. Топоров. Исследования в области славянских древностей. Лексические и фразеологические вопросы реконструкции текстов. М., 1974;
  • ს. ზუხბა. აფხაზური ზეპირსიტყვიერება. აფხაზურიდან თარგმნეს თ. გვანცელაძემ და ა. არაბულმა. თბ., 1988.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები