აჰვჰვარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აჰვჰვარა (აჰοჰοარა) - აფხ. კივილი, შეცხადება. აფხაზებს ადამიანის გარდაცვალებისთანავე მიცვალებული საწოლიდან ტახტზე გადაჰქონდათ. სხეულის სათანადო მდგომარეობაში მოყვანისთანავე შეცხადების წესის თანახმად, ოჯახის ჭირისუფალი ქალები ემოციურ მოთქმასა და ხმამაღალ ტირილს იწყებდნენ, რომ მეზობლად მცხოვრები ნათესავებისა და მეზობლებისათვის ოჯახის უბედურება შეეტყობინებინათ. სახლში თავმოყრილი ნათესავები და მეზობლებიც ხმამაღლა მოთქვამდნენ.