აჰვჰვაცვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აჰვჰვაცვა (აჰοჰοაცοა) - აფხ. „მკივანები, ვინც კივის“ მაუწყებელი. ომის დროს რაიმე საშიშროების მაუწყებელი. მის ვალდებულებას გზის კონტროლი წარმოადგენდა. ასევე სოფელში მაუწყებელი ჭირისუფლის თხოვნით სხვა სოფელში მცხოვრები ახლობლის გარდაცვალების ან ქორწილის დღეს აცნობებდა.