აჲნრაალარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აჲნრაალარა — შერიგება, დაზავება (მაგ. სისხლ-მესისხლეობის დროს). XIX ს. ბოლოსა და XX ს. დასაწყისში აფხაზები სისხლ-მესისხლეობაში მტრულ ურთიერთობას, შერიგების სხვადასხვა წესის გამოყენებას ამჯობინებდნენ:

1. ხელოვნური დანათესავების წესით: მკვლელი ნათესავების დახმარებით, მოკლულის სახლში შეიპარებოდა, აკვანში მწოლიარე ან სხვა მცირე-წლოვან ბავშვს ბიჭს გაიტაცებდა და აღსაზრდელად საკუთარ სახლში მიიყვანდა. ამ შემთხვევაში, სახალხო ყრილობის „უხუცესთა საბჭო“ საქმეში უსათუოდ ჩაერეოდა. დაზარალებული ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა, რომ საქმე შერიგებისაკენ მიემართათ. ამის შემდეგ შურისძიების მოვლენა ჩერდებოდა. ორივე ურთიერთდაპირისპირებულ მხარეს ურთიერთვალდებულებები ეკისრებოდა ხელოვნური დანათესავების გამო.

2. ხელოვნური დანათესავების მეორე შემთხვევაში: მკვლელი თავისი ახლობელი ნათესავებისა და მეგობრების დახმარებით მოკლულის დედას ან ცოლს, სახლიდან გარეთ დაუდარაჯ-დებოდა, ან საცხოვრებელში მოულოდნელად შეიჭრებოდა. ძალის გამოყენებით ქალის მკერდზე ტუჩების მიდებით, მისი შვილობილი ხდებოდა. ამ შემთხვევაშიც („რძით დანათესავება“) შურისძიების გამოყენება აღარ შეიძლებოდა. მესისხლეთა შორის მტრობა თავდებოდა.

3. მედიატორთა სასამართლოს (მომრიგებელ-შუამავლებს) დაზარალებულთა ოჯახების სასარგებლოდ (დაჭრის, დასახიჩრების, მკვლელობის და სხვა შემთხვევაში) „სისხლის ფასი“ დგინდებოდა, ხოლო მკვლელთა ოჯახებს და პატრონიმიებს ეს მორალური და მატერიალური ზარალი უნდა აენაზღაურებინათ.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები