აჲჰაბჷრა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აჲჰაბჷრა
„უფროსობა“ // აიჰაბაცჲა - უხუცესები (უბნის, სოფლის, საკრებულოს). აფხაზები თემის, სოფლის, უბნის საკრებულოს - „უხუცესთა საბჭოს“ წევრებს მამაკაცები ხმის უმრავლესობით ირჩევდნენ. „უხუცესთა საბჭო“ უმაღლესი ორგანო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ძალის მქონე იყო. ისინი სახალხო კრებაზე სხვადასხვა საკითხებს განიხილავდნენ. თემისა და სოფლის უხუცესები უფრო ფართო საკითხებს არჩევდნენ, ვიდრე უბნის უხუცესები.