ბაბგიბუგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაბგიბუგის ეკლესია – ასე ეწოდება ზემო იმერეთის სოფელ საზანოში (თერჯოლის რ.) ერთ მცირე ზომის საკულტო ნაგებობას. ადგილობრივ მიაჩნიათ, რომ სახელწოდება ბაგიბუგის ეკლესია მომდინარეობს იმ ხმაურისაგან, რომელიც თურმე აქ მიწისქვეშეთიდან მოისმის. სიქთარველი სოსიკო ბარათაშვილის ნაამბობის მიხედვით „აქ არის ეკლესია, რომელიც ცნობილია უფრო მეტად იმით, რომ მიწიდან ისმის რაცაღა ხმაური, თითქოს ვინცხა ჩასულა და აქეთ-იქით დაბრაგუნოფს; ბაგაბუგი გაუდის ამ ადგილს, სახელიც შესაფერი ჰქვია“.

ფაქტიურად ამოსავალია ბაგის („ახლადგაშენებული ვენახი“) ბუგე ანუ გუბე. საბოლოოდ ბაგიბუგის ეკლესია ნიშნავს: „ეკლესია, რომლის სიახლოვესაც არის ბაგის (ბაგამიწების) გუბე“. „დასავლურ დიალექტებში (იმერული, ლეჩხუმური, რაჭული) გუბე სწორედ ბუგე-დ გამოითქმის.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები