ბაგრატიონი ქეთევან (ერეკლე მეორის ასული)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაგრატიონი ქეთევან, (ქეთევან ბატონიშვილი) – (1764 – 1840), ქეთევანი ერეკლე მეორის ქალიშვილი იყო. 12 წლისა გაათხოვეს იოანე კონსტანტინეს ძე მუხრან-ბატონზე, რომელსაც ერეკლემ მეორე სიძის, დავით სარდალ ორბელიანისაგან ჩამორთმეული სახლთუხუცესის თანამდებობა უბოძა. ქეთევანს შეეძინა 6 შვილი. როგორც სხვა ბატონიშვილები, 1810 წელს ისიც რუსეთში გადაიყვანეს საცხოვრებლად. გარდაიცვალა 1840 წელს. დასაფლავებულია სვეტიცხოვლის ტაძარში.

ქეთევანის ერთი ლექსია ცნობილი; ჩანს, ის დაწერილია 1805 წელს, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულ თავის ძმებთან მისი კავშირი გამომჟღავნდა და მას შინაპატიმრობა მიესაჯა. ამ ნაწარმოებშიც იგივე და იმავე მიზეზით გამოწვეული სევდაა გამოთქმული, რომელიც მარიამისა და სხვა ბატონიშვილების თხზულებებში გაისმის.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები