ბაგრატიონ-გრუზინსკი პეტრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პეტრე ბაგრატიონი

ბაგრატიონ-გრუზინსკი პეტრე – (1920 – 1984), ქართველი პოეტი და დრამატურგი, 1941 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1933 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა; 1945 წელს დააპატიმრეს ანტისაბჭოთა ლექსებისათვის; ავტორია არაერთი მუსიკალური კომედიის ლიბრეტოსი; მის ლექსებზეა დაწერილი გიორგი ცაბაძის: „ჰიმნი სიყვარულს”, „მიმღერე რამე”, „სადაც გინდა, იქ ილოცე”, ბიძინა კვერნაძის „გაზაფხულდა”; ოთარ თევზაძის „ობელისკები”; აღსანიშნავია რევაზ ლაღიძის „სიმღერა თბილისზე”, რომელიც თბილისის 1500 წლისთავისათვის დაიწერა; ასევე მის ლექსებზე დაიწერა სიმღერები ცნობილი მხატვრული ფილმებისთვის: „კეთილი ადამიანები”, „ბაში-აჩუკი”, „დღე პირველი, დღე უკანასკნელი”, „აბეზარა”, „მხიარული რომანი”, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”, „განგაში”, „მიმინო”. 2009 წელს გამოიცა მისი ლექსები, პოემები, მინიატურები, სასიმღერო ლექსები, ნათარგმნი ლექსები. დაკრძალულია სვეტიცხოვლის ტაძარში.


* * *
როგორ მიყვარდი... უსიტყვოდ მტოვებ,
...უსიტყვოდ მტოვებ ბედის ამარა,
მე უშენობა რომ არ შემეძლო,
შენ სწორედ ამან გაგათამამა.
რაღა ვქნა თუკი ისევ მაჩნიხარ,
ისევ თუ მინდა შენი დანახვა,
შენი სიტყვები.... „ო რა კარგი ხარ...”
ახლა სადა ხარ, ახლა სადა ხარ?...
...კარავი... კოცნა... ალერსი.... სითბო,
თითების სითბო, შენი თითების,
ო, ის აპრილი.... იმ აპრილს თითქოს
კიდევ გპირდები... კიდევ გპირდები...
......რისთვის ვიხსენებ იმავე გრძნობას,
რომ შემაყარა შენმა დალალმა,
და სიყვარულმა კი არა მხოლოდ,
შენ გაზაფხულმაც გაგათამამა.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები