ბაგრატ ერისთავთერისთავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბაგრატ ერისთავთერისთავი – ერისთავთერისთავი (გ. 966), ქართველი მწიგნობარი, ადარნასე კურაპალატის შვილი. გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში“ იგი მოხსენიებულია ეკლესიების მაშენებლად, საღმრთო წიგნების მაძიებლად და შემკრებად. 958-966 წწ. მან განაახლა „გრიგოლ ხანცთელის ცხოვრება“, რომელშიც ჩაურთო რამდენიმე სასწაული. იგი, როგორც ერთ-ერთი ქტიტორი, თავის ძმასთან – დავით მაგისტროსთან – ერთად მოხსენიებულია ოშკის ტაძრის რელიეფური გამოსახულების განმარტებით წარწერაში.
ლ. შენგელია
ლიტერატურა
კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960.