ბავშვთა ასაკის სინუსიტები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბავშვთა ასაკის სინუსიტები — ბავშვთა ასაკის სინუსიტები არც თუ ისე იშვიათი მოვლენა გახლავთ. თუმცა, მას გააჩნია თავისებურებები.

ქრონიკული სინუსიტები

ეს დაავადება იშვიათად გვხვდება. თუმცა, ჩვენ მაინც დავუთმობთ მას რამდენიმე გვერდს.

მათ ორ ნაწილად დავყოფთ:

1. ზედა სასუნთქი გზების ინფექციის გამო ჩამოყალიბებული ქრონიკული სინუსიტი

3 წლის ასაკიდან, პატარა პაციენტის ხშირი ოტიტების, რინიტების და ფარინგიტების ფონზე თუ გავაკეთებთ რენტგენოლოგიურ კვლევას, სურათზე გამოჩნდება ჰაიმორის და ეთმოიდური წიაღების დაჩრდილვა, რომელიც 10-15-დღიანი ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე მცირდება. ეს ჩანს საკონტროლო რენტგენზე. ჩვენი დაკვირვებით და მონაცემების ანალიზით, 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ჰაიმორიტზე საუბარი აზრს მოკლებულია, რადგანაც წიაღის საბოლოო ჩამოყალიბება 5 წლის ასაკამდე არ ხდება.

თუმცა, ეს არ ეხება ეთმოიდურ წიაღს. მისი შეშუპებითი დაზიანება ზედა სასუნთქი გზების ინფექციის შედეგი გახლავთ.

ამიტომ ამ კლინიკური ნიშნების დროს, სინუსიტის მკურნალობის მაგივრად, რაც მეორად პათოლოგიას წარმოადგენს, საჭირო ხდება რინოფარინგიტის მკურნალობა.

ცალმხრივი სინუსიტების დროს, საქმე ცოტათი უფრო რთულდება და აუცილებელია სიმსივნოვანი (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი) პროცესის ელიმინაცია.

2. სასუნთქი გზების დიფუზური, კომპლექსური დაავადებების თანმხლები სინუსიტები

სინუსების ანთება შესაძლებელია შეგვხვდეს:

— მუკოვისციდოზით დაავადებულ პაციენტებში. ამ დაავადების თანმხლები სინუსიტი არ გამოირჩევა ტიპური კლინიკური ნიშნებით. თუმცა, მისი არსებობა უნდა გამოირიცხოს ცხვირში პოლიპოზის და ზედა სასუნთქი გზების ხშირი მორეციდივე ანთებების დროს.
— Kartagener-ის სინდრომით დაავადებულ პაციენტებში, სინუსიტი თან სდევს SITUS INVERSUS-სს და ბრონქოდილატაციას. თუმცა, SITUS INVERSUS-ის, (მაგ. დექსტროკარდია და ა. შ.) არსებობა არ არის აუცილებელი;
— IgA დეფიციტის მქონე პაციენტებში;
— სასუნთქი გზების ალერგიის მქონე პაციენტებში;

ბავშვებში ქრონიკული სინუსიტების დროს, მკურნალობა, როგორც წესი, მედიკამენტოზურია და არ მოითხოვს ქირურგიულ ჩარევას, გარდა ზემოაღნიშნული სიმსივნოვანი პროცესებისა. თერაპიულად, გამოიყენება ადგილობრივი სანაციის და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. გამოსარეცხად, იზოტონური ხსნარები მაგალითად, Nisita და ფიზიოლოგიური ხსნარი. დასალევად, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები Diclac, ასევე, ჰომეოპათიური საშუალებები, რომელიც დაზიანებული ლორწოვანის რეგენერაციას ეხმარება, Cinnabsin და სხვა.

მწვავე სინუსიტები

ბავშვთა ასაკში მწვავე სინუსიტები საკმაოდ იშვიათი მოვლენაა და, როგორც წესი, მისი სამიზნე ეთმოიდური წიაღი გახლავთ. მისი კლინიკური ნიშნებია:

სინუსთრომბოზის დასაწყისის ნიშნები
— მძიმე ზოგადი მდგომარეობა;
— ცალმხრივი ჩირქოვანი რინორეა;
— თვალის კუთხიდან დაწყებული ედემა, რომელიც 1-2 დღის შემდეგ შეიძლება დაიწყოს და რეაქტიულად გავრცელდეს მთელ თვალზე. რის დროსაც თვალის გახელა შეუძლებელი ხდება. ამ სიმპტომს სასწრაფო მკურნალობა სჭირდება, რადგანაც მისი გართულება შესაძლოა ლეტალურად დამთავრდეს. ინტრაკრანიალური შეშუპების და ინფიცირების გამო, იგი საკმაოდ თვალსაჩინო გახლავთ და ამიტომ დიაგნოსტიკა არ არის რთული.

თუ ერთხელ მაინც გვაქვს ნანახი ეს კლ ინიკური ნიშანი, მწვავე ეთმოიდიტის გართულების – სინუს თრომბოზის დასაწყისის კლინიკა არასოდეს დაგვავიწყდება.

ეს გართულება სასწრაფო ინტრავენურ ანტიბიოტიკო და სტეროიდულ თერაპიას მოითხოვს. ყოველი საათი შესაძლოა გადამწყვეტი იყოს.

თუ ანამნეზში ეს მკურნალობა უკვე დაწყებულია და დადებითი დინამიკა 12 საათში არ აღინიშნება, პაციენტი სასწრაფოდ საოპერაციოა. ოპერაციული ჩარევა ეთმოიდური სინუსის გახსნასა და დრენირებაში გამოიხატება. ოპერაცია მიმდინარეობს ენდოსკოპიური მონიტორინგის ქვეშ. პოსტოპერაციულად, მკურნალობა გრძელდება ანტიბიოტიკებით და სტეროიდებით, პეროპერაციულად – მიღებული ჩირქის ბაქტერიოლოგიური ანალიზის შესაბამისად. ასევე, პოსტოპერაციულ პერიოდში, აუცილებელია ცხვირის ადგილობრივი სანაცია. სანაცია ხორციელდება ზღვის წყლით, ვაზოკონსტრიქტორების მოქმედების შემდგომ. ოპერაციის შემდეგ კლინიკური ნიშნები იკლებს და პაციენტი 2-3 დღეში ეწერება სტაციონარიდან.

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები