ბავშვთა ასაკის სქესობრივი იდენტურობის აშლილობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბავშვთა ასაკის სქესობრივი იდენტურობის (იდენტიფიკაციის) აშლილობა - (F64.2), (gender identity disorder of childhood), ამა თუ იმ სქესისადმი კუთვნილებით გამოწვეული მყარი, გამოხატული დისტრესი, რომელსაც მოსდევს სხვა სქესის მიკუთვნებისადმი ლტოლვა (ან ასეთი კუთვნილების მტკიცე რწმენა). აღინიშნება სხვა სქესის ტანსაცმლით ან საქმიანობით გადამეტებული დაინტერესება და, აგრეთვე, საკუთარი სქესის უარყოფა. ეს აშლილობა ნორმალური სქესობრივი იდენტურობის (იდენტიფიკაციის) სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს და არა უბრალო „ბიჭურ“ საქციელს გოგოებში, ან „ქალურს“ – ბიჭებში.