ბავშვთა ასაკის შფოთვით-ფობიური აშლილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბავშვთა ასაკის შფოთვით-ფობიური აშლილობა - (F93.3), (phobic anxity disorder of childhood), განვითარების გარკვეული ფაზებისათვის სპეციფიკური შიშები, რომლებიც ბავშვთა ასაკში აღინიშნება და თავისი გამოხატულებით პათოლოგიას წარმოადგენს. (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)

ფობიკურ-შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი ბავშვებში შეესაბამება სპეციფიკურ ფობიკურ აშლილობას მოზრდილებში ბავშვთა ასაკში ხშირია მცირედ გამოხატული ფობიები და ძირითადად უკავშირდება ცხოველებს, მწერებს, სიბნელეს, სკოლასა და სიკვდილს. ფობიების სიმწვავე ასაკთან ერთად იცვლება. ცხოველების ძლიერი და პერსისტენტული შიში 5 წლამდე ასაკში იწყება და, თითქმის ყველა შემთხვევაში, მოზარდობის ასაკში სუსტდება, ხოლო 11 წლისთვის მხოლოდ 2%-ს აღენიშნება (Anderson et al., 1987; Milne et al., 1995).

მიმდინარეობა

უმეტეს შემთხვევაში მდგომარეობა უმჯობესდება და მხოლოდ 10-15%-ს უგრძელდება მოზრდილ ასაკშიც (Last et al., 1997).

მკურნალობა

ბავშვთა ასაკში გამოვლენილი ფობიების უმრავლესობა მკურნალობის გარეშე გადის. მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის სრულიად საკმარისია მშობლების მხარდაჭერითი და გამამხნევებელი მიდგომა. ფობიებისთვის, რომლებიც შედარებით პერსისტენტულია, გამოიყენება მარტივი ბიჰევიორული თერაპია, რომლებსაც თან უნდა ახლდეს წახალისება და მხარდაჭერა. ბავშვს, ისევე, როგორც ფობიკური აშლილობების მქონე მოზრდილ პირებს, ასწავლიან პრობლემის საფეხურეობრივად გადაჭრის ტექნიკას. ასევე, გამოიყენება დინამიკური ფსიქოთერაპია, თუმცა, მისი უპირატესობა, მარტივ ბიჰევიორულ მეთოდებთან შედარებით, ნაკლებად თვალსაჩინოა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები