ბაზაძე ირაკლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ირაკლი ბაზაძე

ბაზაძე ირაკლი – (1941 – 1998), ქართველი პოეტი, დაიბადა ქუთაისში. აქ გადადგა პირველი სერიოზული ნაბიჯები პოეზიაში. 1973 წელს ქუთაისში გამოსცა ლექსების პირველი წიგნი – „ფერადი სარკე” (1974). 80-იანი წლებიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. გამოცემული აქვს კრებულები: „შორეული ფერი” (1980); „ქარების ქალაქი” (1984); „სილის სასახლე” (1991); „ავტოგრაფი ყველასთვის” (1994); „მერედეონი” (1997); „ნაცრისფერი სივრცე” (2000); ერთტომეული (2009). დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას პანთეონში.


* * *
დედაჩემივით დაღლილი არი
ჩემი წანწალი და ხეტიალი,
ორმოცდაშვიდი წლის გავხდი უკვე
და არ ვყოფილვარ წამიც ჭკვიანი.
ვიყავი რადგან მარტო კეთილი,
მარტო სიმღერა და საგლოვარი
და საფიჩხიის ზეცა რო არი
მისი შუქით ვარ თვალგაპენტილი.
ვისმენ ქარების საშიშ ხავილსაც...
ჩემი ცხოვრება დარდს ვზეზეულობ,
სხეულზე სული როგორ ავიხსნა
და როგორ დავთმო ის უსხეულოდ,
თუმც ვხედავ უკვე მიახლოვდება
ხმა საშიშარი ტყეთა უღრანთა...
აცივდა, მალე ჩამოთოვდება
და მიიტყუებს ზღაპარს ბუხართან.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები