ბათალაყლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბათალაყლა (აფხ. Баҭалаҟла) — ნართულ გადმოცემათა მიხედვით, მიუწვდომელი ციხესიმაგრე, რომელიც ნართებმა მხოლოდ ცვიცვის მოხერხებითა და გმირობით ჩაიგდეს ხელში. ეპოსის ზოგ ვარიანტში ბათალაყლას ნაცვლად ღვინთვითვის ციხე-სიმაგრე იხსენიება.
ლიტერატურა
Приключения нарта Сасрыквы и его девяноста девяти братьев. М., 1962; Сух., 1988.