ბათარაზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბათარაზ-ი (ადიღ. Батэрэз / Пэтэрэз) – ადიღური ნართული ეპოსის ერთ-ერთი ცენტრალური პერსონაჟი, ჯერ კიდევ გმირის დაბადებამდე მოკლული ხიმიშისა და ჯუჯათა ტომის, ისპების, ასულის ვაჟი. ბათრაზის ციკლის ძირითად მოტივებს განეკუთვნება – მარტოობა, გოლიათური ბავშვობა, შურისძიება, ნართების საზოგადოებასთან კონფლიქტი, ღმერთთან და ინიჟებთან (დევებთან) ბრძოლა, მაგიური დამოკიდებულება დედაზე. ეს უკანასკნელი გარემოება, აგრეთვე უმამობისა და დემონურ არსებებთან ბრძოლის მოტივები – ციკლის სტადიალურად ადრეული სათავეების მოწმობაა.
ბათრაზი ზებუნებრივი თვისებების მატარებელი მრისხანე მეომარია. მართალია, ზოგჯერ ეშმაკურ ხერხებსაც იყენებს, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში თავისი ფიზიკური ძალითა და მამაცობით იმარჯვებს.
ლიტერატურა
- Нарты. Адыгский героический эпос. М., 1974;
- Мыжей М., Пащты М. Адыгэ мифологием и энциклопедие. Тхьэхэр, лIыхъужьхэр,
культхэр, нэщэнэхэр. Черкесск-Нальшык-Мейкъуапэ. 2012.