ბათომურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბათომურა — წითელყურძნიანი ვაზის ჯიში იყო. ასწლოვანი მაღლარების სახით ქობულეთისა და ოზურგეთის რაიონებში იყო გავრცელებული. ამპელოგრაფიული ნიშან-თვისებებით იგი თითქოს პონტოური ვაზის აბორიგენულ ჯიშებს წააგავდა. მსგავსი ჯიში, საქართველოს სხვა კუთხეებში არ გვხვდებოდა. წარსულში აჭარის მოსახლეობასთან ოსმალეთთან იძულებითი დაახლოების შედეგად, ამ უკანასკნელიდან განსაკუთრებით კი – ყოფილი ქართული ტერიტორიებიდან, კერძოდ, შავშეთიდან, კლარჯეთიდან, ლივანიდან ვაზის ზოგიერთი ჯიში შემოიტანეს, რომელთა ნაშთებს ისეთი ჯიშების სახით, როგორიცაა ჩუში, მისკიეთა, ლივანურა, კლარჯული, შავშურა. თითო-ოროლა ძირის სახით შუა და ზემო აჭარის რაიონებში ამჟამადაც ვხვდებით. შესაძლოა აღნიშნულ ჯიშებთან ერთად ბათომურაც ზემო დასახელებული მხარეებიდან იყოს შემოტანილი. ამასთან, ჯიშის ნამდვილი სახელწოდება დაკარგულა და მიუღია იმ ადგილის სახელი – ბათომურა, სადაც იგი მასობრივად იყო დანერგილი და გავრცელებული. ბათუმის მიდამოებში ვაზის ადგილობრივი ჯიშების შესწავლის დროს, გარდა იზაბელასი, რომელსაც „ადესას” ეძახდნენ, არც ერთი ჯიში არ დადასტურებულა. ვაზის აბორიგენული ჯიშები აჭარაში მხოლოდ შუა და ზემო რაიონებში, აგრეთვე, ქობულეთის რაიონის მთის პირა სოფლებში – სოფელ სამებაში, კვირიკეში და ხუცუბანშია ფართოდ გავრცელებული. ბათომურა ძლიერი ზრდის ჯიში იყო. მისი ასორმოცდაათ წლამდე ხნოვანი მაღლარები ოცი-ოცდახუთი მეტრი სიმაღლის მაღალ ხეებზე იყო აღზრდილი. ამის გამო ვაზები სათანადო მოვლას მოკლებული იყვნენ. ბათომურა სუფრის ყურძნის ჯიშს წარმოადგენდა. ბათომურას მტევნის საშუალო წონა ოთხმოცდათორმეტ გრამს აღწევდა.


ლიტერატურა

რამიშვილი, 1948.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები