ბაკურაძე ოთარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოთარ ბაკურაძე – (1996-1986), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1965). მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1982), დაიბადა ქ. თელავში. 1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1949 წლიდან 1970 წლამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში ჯერ - უმცროს, ხოლო შემდეგ - უფროს მეცნიერ თანამშრომლად, ბოლო წლებში - ამავე ინსტიტუტის განყოფილების გამგედ. 1970-1978 წლებში ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორია, ხოლო 1978-1986 წლებში - ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი, 19386 წელს ეკავა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორიის ფილოსოფიის კათედრის გამგის თანამდებობა.

ო. ბაკურაძის მეცნიერული კვლევის სფეროები იყო დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიხმი, ფილოსოფიის ისტორია და ღირებულების თეორია.

მონოგრაფიაში „თავისუფლება და აუცილებლობა“ მოცემულია ამ კატეგორიების დეტალური ანალიზი, როგორც ფილოსოფიურ-ისტორიულ, ასევე ლოგიკური ასპექტით. ო. ბაკურაძე იკვლევს თავისუფლების ურთულეს პრობლემას და თვლის, რომ შეუძლებელია აუცილებლობისა და თავისუფლების კატეგორიების ერთმანეთისაგან იზოლირებულად განხილვა. ისინი დაპირისპირებულია, მაგრამ ურთიერთგამომრიცხავი ცნებები არ არის. ძირითადი იდეა, რომლის დამტკიცებას ემსახურება მთელი გამოკვლევა, არის ის, რომ თავისუფლება უნდა გაგებულ იქნას სპეციფიკური დეტერმინაციის ვითარებაში.

ო. ბაკურაძე ერთმანეთისაგან განასხვავებს ნებელობისა და მოქმედების თავისუფლებას. ნებელობითი ქცევა არ არის უმოტივო, მისი მოტივი „პიროვნების მოთხოვნილებებიდან მომდინარეობს“. მოტივი შეიძლება იყოს ფსიქიკურიც, ხოლო ფსიქიკური მიზეზობრიობა შეუძლებელია. ნებისყოფის თავისუფლება უთავსდება მიზეზობრიობას, რის გარეშეც მასზე ლაპარაკი შეუძლებელია. ასევე იგი მორალურ თავისუფლებას მორალურ აუცილებლობასთან კავშირში განიხილავს თავისუფლებისა და აუცილებლობის განუყრელობა მორალურ სფეროში ვლინდება.

ო. ბაკურაძე იკვლევდა აგრეთვე შემეცნების თეორიისა და ისტორიის ფილოსოფიის პრობლემებს, კ. მარქსის ფილოსოფიური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების საკითხს, ავტორია სახელმძღვანელოსი „დიალექტიკური მატერიალიზმი“.


თხზულებები

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები