ბაკურიანის მეტეოსადგური (აგრო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბაკურიანის მეტეოსადგური (აგრო) – მეტეოროლოგიური სადგური ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან 1665 მ სიმაღლეზე, აღმოსავლეთით და სამხრეთით ხშირი ტყეა. სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით „კოხტას“ მთის კალთებია. დასავლეთის მხარე შედარებით ღიაა, ხოლო 2 კმ-ის მანძილიდან შემოფარგლულია ტყის მასივით. მეტეოროლოგიურ სადგურზე დაკვირვებები წარმოებს 1911 წლიდან დღემდე.