ბაკურია მურთაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მურთაზ ბაკურია – (1938-1992), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1978). დაიბადა სოფელ ძველ აბაშაში (აბაშის რაიონი), იქვე დაამთავრა საშუალო სასწავლებელი, ხოლო შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1956), ასპირანტურა ფილოსოფიის სპეციალობით. მისი ცხოვრების მთავარი ნაწილი დაკავშირებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სადაც იგი წლების მანძილხე კითხულობდა ლექციებს. მ. ბაკურია ეწეოდა ნაყოფიერ მეცნიერულ კვლევა-ძიებას კატეგორიოლოგიისა და დიალექტიკური ლოგიკის პრობლემებზე, აგრეთვე თანამედროვე დასავლეთის ფილოსოფიის ისტორიის დარგში. მის ნაშრომებში გამოკვლეულია კატეგორიის ძირითადი ნიშნები: ობიექტურობა, ზოგადობა, ისტორიულობა, ნაჩვენებია ლოგიკურ-გნოსეოლოგიური ფუნქცია. მ. ბაკურიამ გამოიკვლია დიალექტიკის ძირითადი კანონები, განსაკუთრებით, დაპირისპირებულთა ერთიანობისა და ბრძოლის კანონი, მისი ადგილი დიალექტიკის კატეგორიების სისტემაში. წიგნში „დიალექტიკური ლოგიკა“ სალექციო კურსის სახით დალაგებულია ს. წერეთლის დიალექტიკურ-ლოგიკური კონცეფცია. მ. ბაკურია იზიარებს ს. წერეთლის აზრს დიალექტიკური ლოგიკის. როგორც ერთადერთი ფილოსოფიური ლოგიკის შესახებ. იკვლევდა აზრის ლოგიკური ფორმების დიალექტიკურ ბუნებას, კრიტიკულად განიხილავდა ნ. ჰარტმანის კატეგორიოლოგიურ კონცეფციას, აჩვენებდა მის დადებით და უარყოფით მხარეებს. მ. ბაკურიას კალამს ეკუთვნის აგრეთვე მრავალი საჟურნალო სტატია ფილოსოფიურ პრობლემებზე.

თხზულებები

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები