ბაკურციხის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბაკურციხის ქუჩა – ქუჩა თბილისში, საბურთალოს რაიონში (საბურთალო); უსახელო ქუჩიდან ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩამდე (თავდაპირველად იწყებოდა ვიქტორ დოლიძის ქუჩიდან). წარმოიქმნა XX საუკუნის 20-იან წლებში. 1925–1926 წლების ცნობათა წიგნში „მთელი ტფილისი“ შეტანილია საბურთალოს ახალი ქუჩების სიაში.