ბაკქანალია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბაკქანალია – ბერძნულ-რომაული ღვინის ღვთაების, ბახუსის იდუმალი კულტის მისტერიულ-ორგიასტული დღესასწაული.
თავდაპირველად ბაკქანალიებზე მხოლოდ ქალები დაიშვებოდნენ. ზღვარგადასული აღვირახსნილობისა და თავაშვებულობის გამო ძვ.წ. 186 წელს, სენატის დადგენილებით, ზეიმის მონაწილეთა უფლებები შეიზღუდა, თუმცა ბაკქანალიები არ აკრძალულა.