ბალადანის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბალადანის ქუჩა – ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ნავთლუღი); ქედის კომუნის ქუჩიდან ციხისძირის I შესახვევამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის დასაწყისში. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ბალანდანის შესახვევი, თბილისის ქუჩების 1940 წლის ცნობარში შეტანილია როგორც კომკავშირის III შესახვევი, 1960 და შემდგომი წლების ცნობარებში — როგორც ბალადანის ქუჩა.