ბალავაძე ნუნუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნუნუ ბალავაძე

ბალავაძე ნუნუ – (1985), – ქართველი პოეტი. დაიბადა მარტყოფში (გარდაბანი), იქვე დაამთავრა სკოლა. შემდეგ სწავლა განაგრძო თსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის მაგისტრატურის მეორე კურსზე ქართული ლიტერატურის მიმართულებით. 2001 წელს დაამთავრა მარტყოფის სულხან ცინცაძის სახელობის მუსიკალური სკოლა. იყო ფოლკლორული ანსამბლის „ულავარის” სოლისტი. წერს ლექსებს და სიმღერებს, იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში: „მწერლის გაზეთი”, „ციცინათელა”, „ნერგი”, „ლიტერატურული საქართველო” და სხვა.


პირამიდების გზა...
ცხოვრებამ ხარკის გადახდა მთხოვა
მაგრამ საიდან?!
მე ერთი პეშვი სულიღა დამრჩა,
უნდა ვიმყოფო...
ბეთლემისფერი წარსული დადნა
სულის ნალექა,
მწყემსი მოვიდა,
ცხვარნი თვისნი უკვე გარეკა...
და ეგვი პტური სიცხეები
წამომეწია,
უნდა დროება საბრძოლველად
გამოვიწვიო...
აწმყოს თვალები ბებერ ფესვებს
აჩანაგებენ,
ფარაონთათვის აკლდამებსაც
აღარ აგებენ...
მინის ღრუბლებში სახეცვლილი
ეს მზე აანთეს,
ხარკი არ დავდე, შრება ჩემი
ქვიშის საათი...
აღარა მჯერა ოცნებების,
გამოგონილის,
მიწაზე ისევ სიცხეები
წამოწოლილა...
რა დააწყნარებს, რა უშველის
ნაცნობ ამინდებს?!.
ხვალე მე უნდა დავემგზავრო
ცად პირამიდებს...

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები