ბალამწარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბალამწარა

ბალამწარა - (Cerasus silvestris Garsault = Prunus ferganica Lincz.); ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). 3-25 მ-ის სიმაღლის ხეა. ქერქი მოშავოა. ფოთლები მოგრძო-კვერცხისებურია, მოგრძო-უკუკვერცხისებური ან ელიფსური, წვერისკენ შევიწროებული. კიდეებზე ორმაგ-ხერხკბილა. ფოთლის სიგრძე 16 სმ-მდეა, სიგანე – 8 სმ. ზედა მხარე შიშველია, ქვედა ძარღვების გაყოლებაზე – შებუსული ყვავილედი 2-8-ყვავილიანი ქოლგაა• ყვავილის ფურცლები თეთრია ან მოვარდისფრო. ყვ. IV-V; ნაყ. VI. კახეთში საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული. მისი ნახვა შესაძლებელია მთელ ტყიან კახეთში, ისე, როგორც მთელ საქართველოში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები