ბალანტიდიოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბალანტიდიოზი - (balantidiosis; აღმძვრელის გვარის დასახელება balantidium + ბერძნ. osis დაავადება). ბალანტიდიოზი ფართოდაა გავრცელებული მეღორეობის ფერმებში. უმთავრესად ავადდებიან ასხლეტილი გოჭები, რომელთა დაინვაზიება ხდება ბალანტიდიოზის ცისტების გადაყლაპვით. დაავადება მწვავე და ქრონიკული ფორმებით მიმდინარეობს. მწვავე ფორმის დროს სხეულის ტემპერატურა მცირედ მატულობს, ვითარდება ფაღარათი, ფეკალში სისხლისა და ლორწოს მინარევებია. ქრონიკული მიმდინარეობის დროს ფაღარათი პერიოდულად ვითარდება, ცხოველი საკვებს არ იღებს. სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია.



წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები