ბალანჩივაძე რევაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რევაზ ბალანჩივაძე – 1938, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1982), პროფესორი (1987), საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2002), ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1996), დაიბადა ქუთაისში. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი (1961 წ.). მოისმინა ლექციების კურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტსა და ფილოსოფიის ინსტიტუტში, აგრეთვე პარტიის ისტორიის ინსტიტუტში განყოფილების გამგედ, გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქტორად, ხოლო 1986 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის გამგედ.

სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი სფეროებია: ფილოსოფიური ანთროპოლოგია, ეთიკა, კულტუროლოგია. მის ნაშრომებში დამუშავებულია ეთიკისა და ფილოსოფიური ანთროპოლოგიის პრობლემები ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის ფილოსოფიური პრინციპები, გაანალიზებულია ხელოვნების ფილოსოფიური საკითხები. რ. ბალანჩივაძე დაჯილდოებულია იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიით (1998).


თხზულებები

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები