ბალღოჯი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბალღოჯი - (Cerasus mahaleb [L.] Mill = prunus mahaleb L.); ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). 5-10 მ სიმაღლის ხეა ან ბუჩქი. ქერქი მუქი ნაცრისფერია. წლიური ყლორტები ღია მურა ფერისაა, შიშველი ან ხავერდისებური შებუსვით. ფოთლის ყუნწის სიგრძე 3-20 მმ-ია. ფოთლის ფირფიტა მომრგვალებულიდან მოგრძო კვერცხისებურია. წვერი მკვეთრად შევიწროებულია და ქმნის წვეტს. კიდეები ჯირკვლოვან-მრგვალკბილაა. ყვავილედი მრავალყვავილიანი ფარისებური მტევანია. ჰიპანთიუმი ზარისებურია და შიშველი. გვირგვინი თეთრია, ოდნავ მოყვითალო ან მოვარდისფრო ელფერით. ყვ. [V-V; ნაყ. VI-VIII. კახეთში ეს მცენარე გავრცელებულია მშრალ, ქვიან ფერდობებზე, ბუჩქნარებში. მისი ნახვა შესაძლებელია დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მიდამოებში. გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში.