ბალხო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბალხო – სოფელი საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ზაკვის თემის საკრებულოში, მდ. მეჯურის (ბარალეთის შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1720-1760 მ სიმაღლეზე, ქ. ახალქალაქიდან ჩრდილოეთით 16 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.
მიდამოები უტყეოა. მოსახლეობის რიცხოვნობა – 722. რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002).