ბანძელაძე გელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გელა ბანძელაძე – (1927-1985), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1965), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1984), დაიბადა სოფელ დერჩში (წყალტუბოს რაიონი). 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. ეწეოდა აქტიურ სახოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას: 1951-1952 წლებში იყო გაზეთ „კომუნისტის“ პროპაგანდის განყოფილების გამგე. 1952-1956 წლებში - საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივანი. 1956-1961 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ეთიკის განყოფილების გამგე, 1961 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეთიკის, ესთეტიკისა და მეცნიერული ათეიზმის კათედრის გამგედ. 1969-1972 წლებში იყო პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი, ხოლო შემდეგ კვლავ ფილოსოფიის ინსტიტუტის ეთიკის განყოფილების გამგე.

გელა ბანძელაძის სახელთან დაკავშირებულია მარქსისტული ეთიკის პრობლემების კვლევა საქართველოში. მან მარქსისტული პოზიციებიდან გამოიკვლია ეთისჯის საგანი, კლასობრივი და ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა, მორალისა და პოლიტიკის ურთიერთობა, დაამუშავა მეცნიერულ-ტექნიური ეპოქის მორალური მხარეები, ეთიკური კატეგორიები, ზნეობის, ბედნიერების, ყოფაქცევის, კულტურისა და სხვა საკითხები. გამოქვეყნებული აქეს რამდენიმე წიგნი ქართულ, რუსულ, გერმანულ და ვიეტნამურ ენებზე, აგრეთვე მრვალი სამეცნიერო და პუბლიცისტური სტატია რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეთებში. პროფესორ გელა ბანძელაძის ნაშრომი „ზნეობის პროგრესის თეორია და პრაქტიკა“ 1983 წელს დაჯილდოვდა სახელმწიფო პრემიით.


თხზულებები

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები