ბარაბულების ოჯახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბარაბულების (სულთანების) ოჯახი – Mullidae

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ქორჭილასნაირნი
ოჯახი: ბარაბულისებრნი

თევზების ოჯახი ქორჭილასნაირთა რიგისა. წაგრძელებული სხეული გვერდებიდან შებრტყელებულია და მსხვილი ქერცლებითაა დაფარული. ზურგის ორი მოკლე და ერთმანეთისაგან განსაზღვრული შუალედით გამოყოფილი ფარფლი აქვს. ანალური ფარფლი მოკლეა და ორი (იშვიათად 1) ქიცვიანი ქერცლითაა აღჭურვილი. მუცლის ფარფლები მკერდზეა და ისინი მოთავსებულია მკერდის ფარფლების ქვეშ ან ოდნავ მათ უკან. პირი პატარაა და სუსტი კბილებითაა აღჭურვილი. ნიკაპზე ორი გრძელი ულვაში აქვს.

სულთანები (ბარაბულები) გავრცელებული არიან ზღვებსა და მომლაშო წყლებში, ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზღვებში და ევროპის ზღვების ზომიერი ზონის სანაპიროებში. ყოფილ საბჭოთა კავშირის ფარგლებში, მათ შორის საქართველოში, გავრცელებულია შავ და აზოვის ზღვებში.

სულთანების ოჯახში 5-6 გვარია და 50-მდე სახე.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები