ბარათაშვილი თომა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბარათაშვილი თომა – ( XVIII ს. ), პოეტი, სამეფო კართან დაახლოებული პირი ვახტანგ მეექვსეს გაჰყვა რუსეთში, მაგრამ 1736 წ. საქართველოში დაბრუნდა. ორმოციან წლებში კვლავ რუსეთში ჩავიდა. საგარეო საქმეთა კოლეგიის დიპლომატ-შიკრიკის თანამდებობას მიაღწია და კაპიტნის ჩინი მიიღო. თომა ბარათაშვილს თავის ძმასთან - პოეტ მამუკა ბარათაშვილთან ერთად საპატიო ადგილი უკავია ვახტანგის ამალის სალიტერატურო წრეში. მას დიდი პატივით მოიხსენიებს დავით გურამიშვილი. მისი ლიტერატურული ნაღვაწიდან შემორჩენილია სულ რამდენიმე ლექსი, რომელთაგან საყურადღებოა თორმეტსტროფიანი ლექსი „ექსორიანი“, რომელიც შთამბეჭდავად გადმოგვცემს სამშობლოს მოცილებული კაცის სულიერ განწყობილებას.


ტექსტი

  • ლექსის სწავლის წიგნი, გამოცემა გ. ლეონიძისა, 1920;
  • ა. ბარამიძე, ნარკვევები, III, 1952, გვ. 295.


ლიტერატურა

წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები