ბარაკი ეჰუდ
ეჰუდ ბარაკი – (ნამდვილი გვარი ბრუგი, ებრ. אֵהוּד בָּרָק, დ. 12 თებერვალი, 1942), ისრაელის პრემიერ–მინისტრი.
ფიზიკა-მათემატიკის ბაკალავრის ხარისხი მიენიჭა ებრაულ, უნივერსიტეტში (1968), ხოლო მაგისტრის ხარისხი – სტენფორდის უნივერსიტეტში (კალიფორნია, აშშ, 1978). 1959-დას მსახურობდა ჯარში (ცაჰალი). იყო:
1907 – მზვერავთა რაზმის მეთაური ექვსდღიან ომში;
1968 – ცაჰალის გენშტაბის სპეციალური ელიტური ქვედანაყოფის მეთაური. მონაწილეობდა სხვადასხვა ანტიტერორისტულ ოპერაციებში;
1972 მეთაურობდა ოპერაციას ლოდის აეროპორტში იმ მძევალთა გასათავისუფლებლად, რომლებიც პალესტინელებმა აიყვანეს ავიაკომპანია საბენას თვითმფრინავის ხელში ჩაგდებისას, სირიელ ოფიცერთა დაჭერას ლიბანში და „ახალგაზრდობის გაზაფხულს“ – პალესტინის ტერორის თავკაცთა ლიკვიდაციას ბეირუთში (ენტებეს);
1973 – მეთაურობდა სატანკო ბატალიონს (სინაი) ქიფურის ომში;
1979 მიენიჭა ბრიგადის გენერლის წოდება;
1982 სათავეში ჩაუდგა არმიის მზვერავთა სამსახურს – „ამას”-ს; 1982 გახდა ყველაზე ახალგაზრდა გენერალ-მაიორი ისრაელის არმიაში;
1986 დაინიშნა ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურად;
1987 – გენშტაბის უფროსის მოადგილეა.
1991 მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის უმაღლესი სამხედრო წოდება და დაინიშნა გენშტაბის უფროსად. მას გენერლებს შორის ყველაზე მეტი ჯილდო აქვს, რომელთა შორისაა: საგმირო საქმეებისათვის წარჩინების ოთხი ნიშანი და ორდენი „მოფეტი“.
1995 ივლისიდან – პარტია „ავოდას“ წევრი და შინაგან საქმეთა მინისტრი;
1995 წლის ნოემბრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრი;
1996 – ქნესეთის წევრი;
1997 წლის ივნისიდან – პარტია „ავოდას“ თავმჯდომარე;
1999 – ბლოკ „ისრაელ ასათის“ ლიდერი, გამოირჩეოდა საქართველოსადმი და ქართველ ებრაელთა მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით. გაიმარჯვა 1999 წლის 17 მაისის არჩევნებში და გახდა ისრაელის მთავრობის მეთაური.