ზღვის ქარიყლაპიების ოჯახი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ბარაკუდასებრნი-დან)
ზღვის ქარიყლაპიების ოჯახი Belonidae
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: იალქნოსნისნაირნი
ოჯახი: ბარაკუდასებრნი
ზღვის თევზების ოჯახი იალქნოსნისნაირთა რიგისა. სხეული წაგრძელებულ-თითისტარისებურია, თითქმის მრგვალია და დაფარულია წვრილი ქერცლებით. ზურგის ერთი ფარფლი აქვს, რომელიც უკან, შორსაა გადაადგილებული და მოთავსებულია ანალური ფარფლის ზევით და პირდაპირ. გვერდითი ხაზი მუცლის გვერდებზე ქვემოთ მიუყვება. ზედა და ქვედა ყბები გრძელი და სწორი ნისკარტივითაა წაგრძელებული და აღჭურვილია მრავალრიცხოვანი კბილებით. ძვლები მწვანე ფერისაა.
ამ ოჯახში გაერთიანებულია ათამდე გვარი, ყოფილ საბჭოთა კავშირი ფარგლებში მხოლოდ ორი გვარიია ორი სახეობით. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებში გვხვდება ერთი გვარი (Belone) ერთი სახეობით.